პითონით თამაში (2 ეტაპი) ვ1
:: 🐍პითონით თამაში
ტექსტის ეკრანზე გამოტანა:
1978 წელს K&R წიგნის „C პროგრამირების ენა“ გამოსვლის შემდეგ როცა პროგრამირების სწავლებას იწყებენ, მოსწავლეებს პირველ დღეს პრობლემად „გამარჯობა მსოფლიო“-ს ეკრანზე გამოტანას სთავაზობენ. მეც არ დავარღვევ ტრადიციებს და იგივე პრობლემას შემოგთავაზებთ პირველ დავალებად.
მაშ ასე, თქვენი პირველი დავალებაა დაწეროთ ისეთი პროგრამა, რომელიც ეკრანზე ტექსტს გამოიტანს.
🐍პითონში ტექსტის ეკრანზე გამოსატანად გამოიყენება print() ფუნქცია. მაგალითად:
print("Hello World")
ამ კოდის შესრულების შედეგად პითონის პროგრამა ეკრანზე გამოიტანს ტექსტს Hello World!.
print() ფუნქციას ეკრანზე შეუძლია გამოიტანოს ტექსტი, ცვლადის მნიშვნელობა, იანგარიშოს (მაგ. შეკრიბოს) ცვლადების მნიშვნელობები ან სულაც არგუმენტები
📋 დავალება 1:
დაწერეთ პროგრამა 🐍 პითონზე, რომელიც ეკრანზე გამოიტანს ტექსტს. მაგალითად: "Hello World" ან "გამარჯობა მსოფლიო!".
მიზანი: ტექსტის ეკრანზე გამოტანა, print() ფუნქციის გამოყენება.
შეჯამება:
დააკომენტარეთ თქვენი ქულა და პასუხი.
მოგვწერეთ, რის გაუმჯობესებას ისურვებდით. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია
თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს შემდგი პოსტები:
ნახეთ ჩვენი იუთუბ არხი
საიტზე twiton.ge არის უამრავი კურსი, რომელიც მოსწავლეებს ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის დაფინანსების მოპოვებაში დაეხმარება
გააზიარეთ პოსტი
თუ შენ მასწავლებელი ხარ, დათოს ბლოგზე ნახე პოსტი 🐈 სკრეჩით და 🐍 პითონით პროგრამირება პედაგოგებისთვის და თუ მოგეწონება, დარეგისტრირდი
Comments
Post a Comment